|
2015-04-02 14:00:22, 955 ნახვა
ეკონომიკა
EBRD–ის ბიზნესფორუმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 748 411 ლარია გამოყოფილი
EBRD–ის ბიზნესფორუმისთვის, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 13–15 მაისს გაიმართება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 748 411 ლარია გამოყოფილი. აქედან, 2 607 464 ლარი პარლამენტის ეზოში მშენებარე 4 დროებით ნაგებობას მოხმარდება. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ეს არის რეკონსტრუქციის ტიპის ნაგებობები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება და შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება ამ ტიპის თუ სხვა მნიშვნელოვანი, მასშტაბური ღონისძიებებისთვის. სარემონტო სამუშაობები უტარდება მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეს, სადაც კეთდება სველი წერტილები, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო. ბავშებს უკეთდებათ საცვეკვაო დარბაზი. ამ სამუშაოების მთლიანი ღირებულება 255487 ლარს შეადგენს. დელეგაციის ოფისების კომპიუტერული და საოფისე ინვენტარით აღჭურვის მთლიანი ღირებულება 1 346 066 ლარს შეადგენს. აქ შედის კომპიუტერები, მაგიდები, სკამები და სხვა. აღნიშნული ინევნტარით აღიჭურვება პარლამენტში დელეგაციების ოფისები, პრესცენტრის დროებითი შენობა, საკონფერენციო დროებითი შენობები. აღნიშნული ინვენტარი სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და დანიშნულებისამებრ გამოიყენება. ღონისძიების ფარგლებში 64 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის დელეგაციის წევრთა მომსახურების მიზნით შესყიდული 67 ავტომობილის „ტოიოტა ქამრი“ მთლიანი ღირებულება 4 718 475 ლარს შეადგენს. „ასეთი მაღალი დონის ღონისძიებების პროტოკოლის გათვალისწინებით, სტუმრების მომსახურება ბიზნეს კლასის ავტომობილებით უნდა განხორციელდეს. ბაზრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სტანდარტის შესაბამისი ავტომობილების საზღვარგარეთიდან შემოყვანის და ქირის საფასური, სახელმწიფოს დაუჯდებოდა დაახლოებით 3 მილიონ 500 000 ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში არ რჩებოდა. შესაბამისად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ავტომობილების შეძენა და მათი სახლემწიფოს საკუთრებაში დატოვება, რომელიც შემდგომი წლების მანძლზე გამოიყენება“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, აღნიშნული ავტომობილების გამოყენება გათვალისწინებულია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ფარგლებში. გარდა ამისა, თბილისის პარლამენტში შეიცვლება 491 კარი, საერთო ღირებულებით 895 919 ლარი. თბილისის პარლამენტში ხდება სატელეფონო სადგურებისა და ინტერნეტის ქსელური მოწყობილობების შეცვლა და გაძლიერება. აუდიო–ვიზუალის, სინქრონული თრგმნის მომსახურების ქირის საფასური 900 000 ლარს შეადგენს.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)