|
2017-02-28 15:15:24, 2203 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ნინო ჯავახაძე: იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
„2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 %, შეადგინა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თვეების ჭრილში ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა. „თუ ეკონომიკურ ზრდას დარგობრივ ჭრილში შევხედავთ, ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიც არის მეტალურგია, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოება, ქიმიური მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, 2017 წლის იანვარში ასევე ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტში, რაც საგარეო არხებით დადებითად გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას და ესეც ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ნინო ჯავახაძემ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა არის ასევე დაფიქსირებული ფულად გზავნილებში, რაც 26.1%-ს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს უცხოელი ვიზიტორების თვალსაზრისითაც, სადაც ზრდა 19.8 %- ია. „ცალკე აღნიშვნის ღირსია ის შიდა ფაქტორები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, გაზრდილი გვაქვს სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯები, რაც დაკავშირებულია მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაჩქარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. ზოგადად, რეგიონშიც უკვე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ არხებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და განვითარებაზე დადებითი გავლენა იქნება შემდგომი თვეების განმავლობაშიც“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. ცნობისთვის, 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ ყველა შესაბამისი პერიოდის ზრდის მაჩვენებლებს შორის. აღნიშნულზე მაღალი ზრდა მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა (7.8%). „მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა 2016 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული ზრდის ძირითადი მიზეზი არის მეტალურგიული პროდუქციის, მინერალური და ქიმიური, ასევე აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ზრდა. გაზრდილია საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტიც. გარდა საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებისა, 2017 წლის იანვარში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის: 26.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 226.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 19.8%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების (ვიზიტორების) რაოდენობა საქართველოში, მათმა რიცხვმა 387 070 შეადგინა. მათ შორის 32.4%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი (24 საათი და მეტი). ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯების ზრდა, რაც 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 20.7%-ით, რაც 13%-ული პუნქტით აღემატება წინა წლის იანვარში დაფიქსირებულ ზრდის მაჩვენებელს (7.7%) 2017 წლის იანვარში დარეგისტრირდა 3 625 ახალი საწარმო, რაც ნიშნავს, რომ ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა გაზრდილია 33%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
(NS)
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
კალაძე რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს: როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ გიყენებენ - ძალიან მძიმეა
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)