13:18 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 14:22:12, 2366 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, იანვარში, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 5,2% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, იანვარში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,7 პროცენტი შეადგინა.

გარდა ამისა, 2017 წლის იანვარში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2016 წლის შესაბამისი მაჩვენებლის მიმართ 33 პროცენტით არის გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი, 20,7 %-ით

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 745,0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166,5 მილიონი ლარით მეტია, ხოლო გაწეულმა ხარჯმა 638,8 მილიონი ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

„აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, - აცხადებენ საქსტატში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
კალაძე რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს: როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სამშობლოს წინააღმდეგ გიყენებენ - ძალიან მძიმეა
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics