13:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 10:25:32, 2205 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.

2016 წელს, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შს მინისტრმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და რუმინეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ შეთანხმებას აპრილში მოეწერება ხელი და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.

შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრმა რუმინეთის ელჩს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის მთავრობის მიერ შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კარმენ დანიელა დანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics