|
2015-04-01 20:46:08, 518 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი გაერო-ში რამდენიმე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. "ჩვენ ვხვდებით იმ ქვეყნების ელჩებს გაეროში, რომელთაც ჯერ არ აქვთ წარმომადგენლობა საქართელოში. ჩვენ გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ჯერ არც საქართველოს აქვს იმ ქვეყნებში წარმომადგენლობა და არც მათ საქართველოში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ურთიერთობის დროს ჩვენ წამოვწიოთ ის მთავარი საკითხები, რაც უკავშირდება საქართველოს ცნობადობას, საქართველოს პრობლემატიკას, გლობალურად მნიშვნელობას არაღიარების პოლიტიკის გაღრმავებისა. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრის შედეგები აისახება ჩვენს საგარეო იმიჯზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტთან შეხვედრას გაერო-ში შემდეგი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ: გვინეის, გრენადის, იამაიკის, კაბო-ვერდეს, ტიმორ-ლესტეს, ტონგას და უგანდას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)