|
2015-04-01 17:50:55, 495 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება
"საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული სივრცის ნაწილი",-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიგრაციის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შემუშავებული მიგრაციის პოლიტიკა ევროპულთან შესაბამისობაშია. "საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული სივრცის ნაწილი. ის, რომ პოლიციელს არ აქვს პირისშემოწმების საშუალება საზღვარზე, ეს ძალიან ბევრმა უცხოელმა ექსპერტმა გვითხრა. ამიტომ აიკრძალა. რაც შეეხება მიგრაციის პოლიტიკას, არის სამი წამყვანი უწყება - შსს, საგარეო საქმეთა სამიბისტრო დ. იუსტიციის სამინისტრო, ეს ის პოლტიკაა რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ იმ მომთხოვნ, ძალიან მკაცრ კომისიასთან ერთად. ის სამი მინისტრი, რომელიც პასუხს ვაგებთ მიგრაციის პოლიტიკაზე, თავით ვაგებთ პასუხს იმაზე, რომ შემუშავებული პრაქტიკა არის შესაბამისობაში ევროპულ პრაქტიკასთან",-განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)