12:43 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 18:32:03, 2261 ნახვა

სამართალი
შსს გურამ ჯაშზე მომხდარ თავდასხმაზე: ამ დროისთვის ყაჩაღობის ვერსია არ განიხილება

მსახიობ გურამ ჯაშზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ექსპერტიზა.

რაც შეეხება ყაჩაღობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ეს ვერსია არ განიხილება.

მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. იგი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. გურამ ჯაშს სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვის საგნით, თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მას ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მსახიობი ღამით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. მათივე თქმით, წაღებულია მობილური ტელეფონი და საფულე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics