|
2015-04-01 17:27:56, 533 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი მარგველაშვილის განცხადებაზე: ეს ალბათ პრეზიდენტის ხარვეზიცაა
"როგორც ჩანს, ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი არარსებობა პრეზიდენტს აკეთებინებს ისეთ კომენტარებს მინისტრებზე, რომელიც არის ან მოძველებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, ან უსაფუძვლო,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ნათქვამი ახალ მიგრაციის პოლიტიკაზე, რომ ეს ელემენტარული შეცდომაა, სწორი არაა. თეა წულუკიანი მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის უფრო მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს. "ეს ალბათ პრეზიდენტის ხარვეზიცაა, ჩვენი ხარვეზიც არის.როგორც ჩანს, ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი არასრსებობა პრეზიდენტს აკეთებინებს ისეთ კომენტარებს მინისტრებზე, რომელიც არის ან მოძველებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, ან უსაფუძვლო, მაგალითად ახალ მიგრაციის პოლიტიკაზე პრეზიდენტის მიერ ითქვა, რომ ეს არის ელემენტარული შეცდომა.ელემენტარული შეცდომა ვერ იქნება ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც დაინერგა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფაგრლებში. რა თქმა უნდა, განზრახ გაკეთებული ნათქვამი არ იქნებოდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ როგორც პრემიერმაც აღნიშნა, აუცილებელია უფრო მეტი კონტაქტი, მათ შორის, მანამდე სანამ განცხადებები და შეფასებები გაკეთდება. მთლიანობაში ყურადღებით ვუსმინე პრეზიდენტს ",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)