|
2017-02-22 16:16:25, 2536 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა მისაღებია და ალბათ, კარგიც არის
„ბუნებაში არსებობს ორივე ვარიანტი, ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვიყავით სექტორთანაც და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რომ ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე ეროვნული ბანკის გარეთაც“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგერადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა, მინისტრმა უპასუხა, რომ ამას შეცდომას ვერ დაარქმევს. „აქ ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შინაარს, რომ ეს ფუნქცია უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც საფინანსო სექტორის ბანკოცენტრული სისტემა გვაქვს. მე ამ თემას აღვიქვამ, რომ ეს იყო იმ კონტექსტში და იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე და იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა აქვს ყოველ გახარჯულ ლარს, ვთვლი რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა, ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო სწორი. მისი ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა აბსოლუტურად მისაღებია და ალბათ, კარგიც არის, თუმცა შინაარსობრივ ნაწილს ეს არ ცვლის. ეს რეგულაცია შეიძლება იყო როგორც ბანკის გარეთ, ასევე მის შიგნით, მის ხასიათზე ეს არ აისახება. მთავარია ის იყოს ობიექტურად ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ საბანკო სისტემაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)