|
2015-04-01 17:07:37, 460 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: თავდაცვის საიდუმლოებაზე რაც უფრო ღიად ვისაუბრებთ, ქვეყნისთვის მით უფრო საზიანოა
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ბრალდებას ეხმაურება. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, მან ალასანიას სთხოვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის პროცესი გადაედო და არა გაეუქმებინა. "ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მე მას შევახსენე იმ აუცილებელი პროცედურების დაცვის შესახებ, რომელიც უნდა დაეცვა და ვთხოვე, რამდენიმე დღით გადაედო ეს ხელმოწერის პროცედურა და არა ისე, როგორც ის აცხადებს, უარი ეთქვა საერთოდ ხელმოწერაზე. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას უკავშირდება სამინისტროში დღესაც წარმატებით მიმდინარეობს, მათ შორის იმ მიმართულებითაც რაზეც ალასანია საუბრობს. მაგრამ, რაც უფრო ბევრს და ღიად ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებზე საიდუმლო თემებზე, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა- მოთქმა იქნება, მით უფრო მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა ჯანელიძემ. ცნობისთვის, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტისად მინდია ჯანელიძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)