|
2015-04-01 16:03:07, 535 ნახვა
პოლიტიკა
თეიმურაზ მურღულია სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს არამის გრიგორიანს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს არამის გრიგორიანს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა, ბიომრავალფეროვნების სფეროში რეგიონული პროექტების განხორციელების პერსპექტივები, ამ პროექტებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის როლი და ტრანსსასაზღვრო პრობლემატიკის გადაჭრის გზები. ქართულმა მხარემ ინტერესი გამოხატა გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის (CITES) განხორციელების გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იწყება ხიზილალის წარმოება, რაც სომხეთში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ორივე მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორივე ქვეყნის ორჰუსის ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ამ მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)