|
2017-02-21 23:28:00, 2154 ნახვა
სამართალი
„სამართალდამცველები მამა გიორგის ეუბნებოდნენ, რომ ის აპირებდა პატრიარქის მოწამვლას“
სამართალდამცველები მამა გიორგის ეუბნებოდნენ, რომ ის აპირებდა პატრიარქის მოწამვლას, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ჩამოსვლამდე დუმილის უფლებას იყენებდა. მან აღნიშნა, რომ დეკანოზის ადვოკატებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა მოახერხეს და საქმის გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს. „თვითონ პირადად ძალიან დაინტერესებულია, რომ ეს ყველაფერი იქნეს გარკვეული ბოლომდე სამართლიანად. საუბრის პერიოდში ძალიან ბევრჯერ მოიკითხა მამა გიორგის მდგომარეობა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისი თქმით, პატრიარქს მამა გიორგის პოზიცია გააცნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის სახელი წერია და მოტივაციად ანგარება არის დასახელებული. მისივე თქმით, ოფიციალურ ბრალდებას მამა გიორგი მამალაძე უარყოფს. „დაკავების შემდეგ, როდესაც გადაჰყავდათ მოდულის შენობაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მას ეუბნებოდნენ, შენ იცი რისთვის ხარ დაჭერილი, რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ აპირებდი პატრიარქის მოწამვლას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)