|
2017-02-21 19:28:23, 2067 ნახვა
სხვადასხვა
უცხოური მედიის ინფორმაციით, მარტში შესაძლოა წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოვიდეს
კომპანია Apple-მა მარტის თვეში შესაძლოა წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოუშვას, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალებები წერენ, ანონსი კომპანიის გამოფენაზე გაკეთდება, რომელიც მარტშია დაგეგმილი. წითელი iPhone-ის შესახებ სტატია იაპონელმა ბლოგერმაც გამოაქვენა. მისი ინფორმაციით, წითელი iPhone 7 ბაზარზე მარტის ბოლოს გამოჩნდება. დღემდე iPhone-ი ტელეფონებს რამდენიმე ფერში უშვებს, ესენია: შავი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი. უცხოური მედია იმავე წყაროზე დაყრდნობით გვიყვება რომ, კომპანია ასევე გეგმავს გაანახლოს iPhone SE და მას 128 გიგაბაიტის მახსოვრობა მიანიჭოს. ცნობისთვის, კომპანია Apple-ის გამოფენა მარტის თვეშია დაგეგმილი, სადაც iPad-ის ახალ ვერსიებსაც წარადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)