|
2017-02-21 15:36:47, 2591 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ მორიგი ბენეფიციარი ჰყავს
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა და ახალი პროგრამის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში, პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი საგრძნობლად მატულობს. ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მორიგი ბენეფიციარი, შპს „სამეფო“ სასტუმროს მშენებლობას შეძლებს. უწყების ცნობით, შპს „სამეფო“, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს, მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 278 020 ლარს შეადგენს. სასტუმროში კი, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, დასაქმდება 39 ადამიანი. ახალი სასტუმრო თელავში (კავკასიონის №33) გაიხსნება და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილ გარემოს შესთავაზებს. მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 18 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით 400-ზე მეტ ოთახს შექმნის, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)