|
2015-04-01 13:51:51, 480 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ისლამ კარიმოვს უზბეკეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისლამ კარიმოვს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულითადი მოლოცვა უზბეკეთის პრეზიდენტად არჩევის გამო. თქვენთვის ნდობის გამოცხადებით, უზბეკმა ხალხმა არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და სამომავლო გარდაქმნების სასარგებლოდ გააკეთა. მწამს, რომ თქვენი ბრძნული ხელმძღვანელობით უზბეკეთი ახალ სიმაღლლებს და კეთილდღეობას მიაღწევს. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მოღვაწეობა უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის მომავალ გაძლიერებას. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)