10:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 11:48:51, 407 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: დღეს მთავარი საკითხია, დატოვებს თუ არა სასამართლო ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო განხილვების დროს  ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5-ივე პირის უდანაშაულობას დაამტკიცებენ. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს მთავარი საკითხია დატოვებს თუ არა სასამართლო ბიძინა ივანიშვილი პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში. 

"სასამართლო განხილვებში  ეს საქმე რომ დასრულდება ისე, რომ სრულად გაამართლებენ  5 უდანაშაულო ადამიანს,   ამაში არც თავიდან მეპარებოდა ეჭვი და არც ახლა მერპარება. დღეს მთავარი საკითხი და გადასაწყვეტი თემა არის ის, რომ ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ  პატიმრობაში დატოვებს თუ არა სასამართლო. ეს არის მნიშვნელოვანი. რატომ არის  ეს 5 ადამიანი წინასწარ პატიმრობაში ამდენხანს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ როდესაც ის საექსპერტო დასკვნაც კი, რომელიც პროკურატურას საფუძვლად ჰქონდა მათი დაკავების, თვითონ უარყო პარქტიკულად, ახალი ექსპერტიზა დანიშნა",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ცნობისთვის, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვა შუამდგომლობებთან ერთად, ეწ. კაბელების საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობასაც დააყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics