|
2017-02-16 15:42:36, 1919 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა
Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა. „მსოფლიოში აღიარებული გავლენიანი ორგანიზაციის მიერ ამჟამად გამოქვეყნებული, 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო შევიდა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით გამოჩენილ ქვეყნების ოცეულში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტორია ჩვენთვის. 2017 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა მეცამეტე ადგილი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოზიციები, წინა წელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუმჯობესდა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს რეიტინგი ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, ასევე სხვადასხვა ინსტიტუტების ხარისხსაც, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. „წელს, წინა წელთან შედარებით, ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საკუთრების უფლებები, ბიზნესის თავისუფლება, ფისკალური სიჯანსაღე და შრომის თავისუფლება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე მოწინავე პოზიციებზე და არათუ ჩვენი უშუალო მეზობლები, არამედ უფრო ფართო რეგიონის ქვეყნებიც ჩვენზე ბევრად უკან არიან ამ რეიტინგში“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. აღნიშნული ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება და 200-მდე ქვეყნისათვის იკვლევს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს. რეიტინგი თითოეული ქვეყნისათვის განიხილავს საკანონმდებლო, სახელმწიფო მმართველობის, რეგულირებისა და ვაჭრობის ეფექტიანობასა და ხარისხს, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის. ეკონომიკური თავისუფლების აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების სტატუსი არის: „ძირითადად თავისუფალი“, ხოლო მისი მთლიანი ინდექსის ქულა 76-ს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3,4-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 7 ქულით მაღალია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 2017 წლისათვის გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებით: საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით რეგიონში (კლასიფიცირებულია ევროპის რეგიონად) მე-5 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ესტონეთი და შვეიცარია. იმავე რეგიონში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით ჩამორჩებიან ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ლიტვა, დანია, შვედეთი, ლატვია, ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია და სხვ. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წარმომადგენლებს. აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთი არის 114-ე ადგილზე, თურქეთი - მე-60 ადგილზე, სომხეთი - 33-ე ადგილზე, აზერბაიჯანი - 68-ე ადგილზე, ყირგიზეთი - 89-ე ადგილზე, ყაზახეთი - 42-ე ადგილზე, უზბეკეთი - 148-ე ადგილზე, თურქმენეთი - 170-ე ადგილზე, უკრაინა - 166-ე ადგილზე, ბელორუსია - 104-ე ადგილზე, მოლდოვა - 110-ე ადგილზე. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)