12:09 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 14:17:10, 2441 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ Mastercard ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრონ

„საქართველოს ბანკი“ მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად, ექსკლუზიურ აქციას იწყებს.

ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელს, ვინც საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზები გადაეცემა. 30 აპრილს კი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინიდება 3 თვის საუკეთესო გადამხდელის ვინაობა, რომელსაც საჩუქრად გათამაშების მთავარი პრიზი - 2 კაციანი საგზური უეფას ჩემპიონთან ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩზე, გადაეცემა. აღნიშნული ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება. მთავარი პრიზი მოიცავს: ავიაბილეთების, აერპორტში სტრანსფერის, სასტუმროს, დაზღვევის და სავიზო მოსაკრებელის ხარჯებს.

აქციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა მომხმარებელმა განახორციელოს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარის ოდენობის ტრანზაქცია (ექვივალენტი სხვა ვალუტაში). გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული გადახდები. აქციის ფაგრგლებში ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი დასაჩუქრდება სხვადასხვა საინტერესო პრიზებით.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics