|
2015-03-31 19:40:25, 584 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გიორგი გოგია დაკავებული არ არის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას დაკავებას არ ადასტურებს. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი გოგია ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტშია და გამოფრენას ელოდება. "ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, გიორგი გოგია დაკავებული არ არის. ამ მომენტისთვის ის აეროპორტშია და ელოდება გამოფრენას. აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მათივე ცნობით, გოგია ბაქოში ერთ დღე-ღამეზე მეტია დაკავებულია. უფლებადამცველი ინტიგამ ალიევის და რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგიას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე პასპორტი წაართვეს და არ უბრუნებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)