00:20 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 16:56:41, 3111 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის ქალაქ ლაშქარ გაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ 20 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

როგორც სააგენტო წერს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავღანეთის სამხედრო მანქანა ბანკთან ახლოს იმყოფებოდა.

Reuters-ის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 4 სამოქალაქო და 3 სამხედრო პირია, ხოლო 16 სამოქალაქო პირი და 4 ჯარისკაცი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ჰელმანდის პროვინციის დიდ ნაწილს თალიბანი აკონტროლებს და ქალაქ ლაშქარ გას ხშირად ემუქრება.

ცნობისთვის, ჰელმანდის პროვინციაში ნატოს მისიის ფარგლებში, ავღანელი სამხედროების დასახმარებლად და გასაწვრთნელად საერთაშორისო ძალებია განლაგებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics