|
2017-02-11 14:12:25, 2959 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ახალი საიმიგრაციო განკარგულების გამოცემას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია აუცილებლად მოიგებს საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საქმეზე სამართლებრივ ბრძოლას, - ამის შესახებ BBC იუწყება. ტრამპის თქმით, საუბარია ახალი განკარგულების გამოცემაზე, ვინაიდან ძველი საქმე ამჟამად სასამართლოში განიხილება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ის ახალ განკარგულებას ხელს მომავალ კვირას მოაწერს. „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ. სამწუხაროა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამას დრო მიაქვს. ბრძოლას მოვიგებთ. თუმცა ჩვენ სხვა არჩევანიც გვაქვს - გამოიცეს ახალი განკარგულება“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპს შეუძლია საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანოს, თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გასაჩივრება არ იგეგმება. ამ ეტაპზე, უცნობია, რა შინაარსის იქნება პრეზიდენტის ახალი განკარგულება. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ბრძანება „ცოტა განსხვავებული“ იქნება. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)