|
2015-03-31 16:06:09, 979 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა მიქაცაძე: 2002 წლიდან დღემდე, მთელი ჩემი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ პიარის მიმართულებით
თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის მრჩევლად ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა. იგი თავდაცვის უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას უხელმძღანელებს. როგორც მიქაცაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ლუკა კურტანიძის მეუღლის დანიშვნას აცხადებენ. მიქაცაძის განმარტებით, სასიამოვნოა, როცა საზოგადოება მის და ლუკას სახელს ერთად ამბობს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილებიდან და მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ურჩევნია, ახალ თანამდებობაზე დამოუკიდებლად მოიხსენიონ. "ლუკა კურტანიძის მეუღლე- ასე იწყება ჩემს ახალ თანამდებობაზე საუბარი.მართლა ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი და ლუკას სახელი ასოცირდება და ერთად ამბობს საზოგადოება ამას. მართლაც ძალიან მიხარია, რომ ჩემს გვერდით დგას ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის ადამიანობის, მეგობრობის, ერთგულების, პატრიოტიზმის სიმბოლო, მაგრამ არის რაღაც, რისი განმარტებაც მინდა იცოდეს საზოგადოებამ. 1996 წლიდან მე აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, პირველად როგორც პიარმა ჩაჩავაში დავიწყე მუშაობა, პიარ მენეჯერად. ეს იყო ჩემი პირველი პიარ ნამუშევარი და ძალიან წარმატებული. მანამდე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, კერძო სტრუქტურებში. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის აპარატი, შემდეგ ფინანსთა სამინისტრო, შემდეგ ზედაზენი და მოგეხსენებათ, რომ კერძო უწყებაში მუშაობა გაძლევს საშუალებას, რომ კიდევ ვიმუშაო სხვაგან და მივიღო დამატებითი შემოსავალი. ამიტომ პარალელურ რეჟიმში მე სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი. ფონდებთან ვთანამშრომლობდი და ვიყავი ავიაკომპანია "ფლაი ჯორჯიას" დირექტორის მრჩეველი იგივე მიმართულებით, თუმცა განვმარტავ, რომ დაწყებული 2002 წლიდან დღემდე, მთელი ჩემი საქმიანობა შემოიფარგლებოდა პიარის საქმიანობით",-განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)