|
2015-03-31 14:46:43, 502 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას დღესაც ინარჩუნებს
"31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას - ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკველი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. "1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. 24 წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, სამართლებრივად დაადასტურა, რომ აირჩია ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა. რეფერენდუმი იყო თამამი ნაბიჯი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, რომელიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა. 31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას - ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკველი. ეს დღე უკავშირდება საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომლის ხელმძღვანელობით ქართველი ერი მტკიცედ დაადგა დამოუკიდებლობის გზას. 31 მარტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც არის. დღეს ჩვენ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სამართლიანად ვიბრძვით ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მჯერა, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)