|
2015-03-31 14:44:13, 657 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კრემლი საქართველოს უკრაინას და მოლდოვას ევროპული არჩევანის გამო სჯის
„კრემლი საქართველოს უკრაინას და მოლდოვას ევროპული არჩევანის გამო სჯის“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, უკრაინის ომი 2014-ში, დნესტრისპირელი სეპარატისტების მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალისმიერი პოლიტიკის დანერგვა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას „დასჯა“ მათი ევროპული არჩევანის გამო. . „დღეს ჩვენი ამოცანა რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების სფეროების“ კონფრონტაციული პარადიგმის მიღმა დარჩენაა. საქართველო ესწრაფის რუსეთთან თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას; ჩვენი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობების განსამუხტავად და ამ ძალისხმევაში უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება გვესაჭიროება. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა; საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების განახლებულ არქიტექტურაზე მსჯელობისას სრულადაა გასათვალისწინებელი ნატოს არაწევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემატიკა.-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)