|
2017-02-07 13:33:23, 1179 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივან არლემ დეზირს შეხვდა
საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერობების მზარდი დინამიკა. სახელწმიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომში ხელი შეუწყონ თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა მიმართულებით. როგორც სახელმწიფო მდივანმა შეხვედრაზე აღნიშნა საფრანგეთი დაინტერესებულია საქართველოს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებით. ამ მხრივ შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების გაზრდას. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში უკვე განხორციელებული ფრანგული ინვესტიციების მნიშვნელობა და ის ფრანგული კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის გეგმები, რაც, მათ შორის ქვეყანაში ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას შეასრულოს ევროპისათვის რეგიონში მნიშვნელოვანი პლატფორმის როლი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. ფრანგულმა მხარემ საქართველოს მიულოცა უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილება. თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა არლემ დეზირს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა. ფრანგულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის პროექტები, რაც ემსახურება ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას, აღინიშნა რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს მთავრობისთვის, რომ ევროინტეგრაციის კონკრეტული ბენეფიტებით ისარგებლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)