|
2017-02-06 19:32:10, 1339 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადამიანები, ვის ხელშიც თავს იყრის დიდი ძალაუფლება, ხშირად თვლიან, რომ ანგარიში აღარავის უნდა გაუწიონ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას და ეს საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა. ქვეყნის მეთაურმა ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში კონცენტრაციის საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნათელია ტენდენცია, საკონსტიტუციო უმრავლესობის ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე გამოყენების. „ქართველ ამომრჩეველს არ უნდა წავართვათ ეს შესაძლებლობა, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი, არგუმენტი, თუ რატომ უნდა წაიღონ ჩვენგან ეს უფლება და გადასცენ სხვას, ეს ჯერ არ მოგვისმენია. უფრო დეტალურად რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს არსებულ კონსტიტუციურ სისტემაში პრეზიდენტის უფლებების შესუსტება, მივხვდებით, რომ სერიოზულ სირთულეებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ქვეყანაში ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პოლიტიკური პარტიის ირგვლივ, უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რანაირად შევასუსტოთ ისნტიტუტები ბალანსის ნაწილში, არამედ ვიფიქროთ, როგორ გავმართოთ სისტემა.რატომ დადგა ეს დღის წესრიგში?რეალურად ეს დადგა დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ. ეს არა მხოლოდ არ იყო საზოგადოების დაკვეთა, არ არის და ვერც წარმომიდგენია, რანაირად უნდა შეუკვეთოს საზოგადოებამ პოლიტიკურ სპექტრს, რომ უფლება მაქვს და ეს უფლება წამართვი. ვერ წარმომიდგენია ვერანაირად. არც საარჩევნო კამპანიის თემა იყო, მაგრამ მოხდა რა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების კონცენტრაცია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ხელში , ეს გაჩდა #1 გადასაწყვეტი თემა.რეალურად ჩვენი ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე. რეალურად რაც საზოგადოებას აწუხებს, მართლა რაც სახელმწიფო აწუხებს და მართლა რაც გადასაწყვეტი გვაქვს.ეკონომიკური პრობლემატიკა, ასევე გართულებული უსაფრთხოების გარემო რეგიონში, ის გამოწვევები, რაც საგარეო ასპარეზზე დგას, აი სად იყო საზოგადოების დაკვეთა, სად არის და სამწხუროდ, სადაც ბევრი საკითხი ჯერ კიდევ გადაულახავია. ზედმეტად კონცენტრირებული ძალაუფლება საშიშია, ის ადამიანები, ვის ხელშიც თავს იყრის დიდი ძალაუფლება, ხშირად თვლიან, რომ მათ აღარავის უნდა გაუწიონ ანგარიში, რომ მათი დროა, საბოლოოდ ყოველგვარი კონსულტაციის და კოორდინაციის გარეშე აწარმოონ ქვეყნის პოლიტიკა. მე იმედი გამოვთქვი, რომ თანამშრომლობით დაიძლეოდა, სამწუხაროდ, ნაწილისთვის ძალაუფლებით გამოცდა აღმოჩნდა პრობლემური. ტენდენცია თანამშრომლობისკენ თავიდანვე, რომელიც მოდიოდა ჩემგან, იქნა ყველა ეტაპზე შეჩერებული.ტენდენცია ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მას გამოვიყენებთ, ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ალაპარაკდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
ამსტერდამში ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგთან ახლოს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)