|
2015-03-31 14:24:46, 399 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ამაყი ვარ, რომ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების 7% ქალებითაა დაკომპლექტებული
მე ამაყი ვარ იმით, რომ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების 7% ქალებითაა დაკომპლექტებული", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქალების და მამაკაცების თანაბარი შესაძლებლობების რეალიზაციას თავდაცვის უწყებაში. გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში წვლილის შეტანას აგრძელებს. "2014-2015 წლებში ჩვენმა დანაყოფმა ღირსეულად მოიხადა მხედრული ვალი ცენტრალურ აფრიკაში; საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესი და 2015 წლის იანვრიდან ჩაერთო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF 2015); მეორე ასეული ამჟამად გადის შეფასების პროცესს. ცამეტი ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა გამოიარა ავღანეთის მკაცრი გამოცდა", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, თავდაცვის ახალმა მინისტრმა სამხედრო უწყებაში დაგეგმილი რეფორმები წარადგინა. "ზემოთ უკვე ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს ინსტიტუციური რეფორმები, როგორც თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, ასევე თავდაცვის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის შემუშავების სფეროში. ასევე პროფესიულ სამსახურზე ეტაპობრივად გადასვლის გეგმა, რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნა, თავდაცვითი შეიარაღების განახლება, სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავსებადობის განმტკიცება, რასაც სათანადო საფინანსო რესურსი ესაჭიროება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)