|
2015-03-31 13:29:04, 382 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო
"ახლა, როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში ევროპის განვითარების თანამონაწილეა. "ისტორიულად, კულტურულად ჩვენ ევროპა ვართ. არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე.შესაძლოა გარკვეულწილად უფრო მტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის იმიტომ, რომ გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე, ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისათვის და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის.ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ის ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი, დიდი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო. იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან სწორედ დავგეგმოთ ჩვენი განვითარების მომავალი. ამიტომ, დღეს მსურს მოგიწოდოთ ერთად შევაფასოთ მიღწეული, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და მკაფიო მზერა მივაპყრათ მომავალს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)