|
2015-03-30 18:10:54, 512 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
უსაფრთხოების სფეროში ქალთა ჩართულობის გაზრდა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, მარიეტ შურმანის შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 13/25 რეზოლუციის შესრულების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კონფლიქტის აღმოფხვრის, პრევენციისა და მენეჯმენტის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას ქალთა მონაწილეობის გაზრდას და მათი ინტერესების გათვალისწინებას მოიცავს; ასევე, განიხილეს ქალის როლი ძალადობის შემცირებისა და კონფლიქტის პრევენციის პროცესში; აღინიშნა, რომ გეგმის მოქმედების ვადა 2015 წელს იწურება და მისი განახლების განახლების პროცესში მთავრობის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გეგმის შესრულების შეფასების შედეგად გაიცა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)