|
2015-03-30 16:25:12, 527 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებისას დებატები არ გაიმართება
პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლისას, სადაც ის ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარსდგეს, დებატები არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკანონმდებლო ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, მოხსენების შემდეგ პარლამენტის ფრაქციების თავჯდომარეები, პრეზიდენტის ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. თითოეულ მათგანს 15 წუთი დაეთმობა. პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, 31 მარტის სხდომას უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. რაც შეეხებათ მთავრობის წევრებს, ძიძიგურის თქმით, პარლამენტი მათ სხდომაზე დასწრებას ვერ დაავალდებულებს. "სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი მათ ვერ დაავალდებულებს“, – აღნიშნა ძიძიგურმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ხვალ 13:00 საათზე დიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)