|
2015-03-30 14:36:25, 526 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ბესიკ ხარძიანის ოჯახის ტრაგედია, ჩემი ტრაგედიაცაა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამნაშავის გამოსავლენად გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მინისტრი იმედოვნებს, რომ გამოძიება საქმეს მალე გახსნის და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. „ხარძიანის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც ეს არაერთხელ ითქვა. იმედი მაქვს, რომ შედეგები ძალიან მალე დაიდება. რაც შეეხება ხარძიანის ამ საზარელ პირობებში მკვლელობას, დიდ გულისტკივილს გამოვხატავ და მის ოჯახს ვუსამძიმრებ, რომლის არაერთი წევრი ჩემთან ერთად ნაძალადევში იყო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. მათი ტრაგედია ჩემი ტრაგედიაც არის. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ სამართალდამცავების საქმიანობის შედეგს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, დამნაშავეების ვინაობა მალე გვეცოდინება და მათ მიეზღვევათ ის ადეკვატური, რაც ეკუთვნით“,– აღნიშნა წულუკიანმა. ცნობისთვის, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ესროლა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)