|
2017-01-26 16:03:27, 1996 ნახვა
სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ
ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორ ნინო აღლემაშვილის შეფასებით, საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადეკვატური იყო და სააპელაციო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ მუხლი არ უნდა გადაეკვალიფიცირებინა: „ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით, მტკიცებულებებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზერელე შეფასებით. თუმცა, ჩვენ ვერ დავემსაგვასებით ჩვენს კოლეგა ადვოკატებს, ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, მხოლოდ ვიტყვით, რომ სამართლებრივი დავის პირობებში განვაგრძობთ ამ საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვალიფიკაცია იყო სწორი მათ გადაიხადეს 6 მილიონი იმ ქონებაში, რომელიც სინამდვილეში ღირდა 2 მილიონი. ეს იყო მარტივად დადასტურებული ფაქტი სასამართლოში, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბრალდებულს შეუმსუბუქო მდგომარეობა არ შეიძლება ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა აღლემაშვილმა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, სასამართლომ ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა. მისივე განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და სამართლებრივ დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ. „დარწმუნებული იყავით, რომ საქმეზე საბოლოოდ დაადგება გამამართლებელი განაჩენი, უზენაესი სასამართღლო არის შემდეგი ეტაპი, თუ იქ ვერ ვიპოვეთ სამართალი ევროპის სასამართლოა შემდეგი ეტაპი, სადაც ამ საქმეზე ის განაჩენი დადგება, რასაც სამართლიანობა მოითხოვს“,- განაცხადა სამუშიამ. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს ანუ სასამართლომ ბრალდებულების მიმართ მუხლი გადააკვალიფიცირა. თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეს ორ თვეში დატოვებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)