|
2017-01-26 15:15:38, 2529 ნახვა
სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები ციხეს 2 თვეში დატოვებენ
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ხუთივე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ მუხლი გადაკვალიფიცირდა და ისინი სასჯელს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მოიხდიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ანუ, სასამართლომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა. სასამართლო კოლეგიამ ბრალდებულები 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობაში გატარებული დრო სასჯელის სახედ ჩაეთვალათ და ისინი ციხეს დაახლოებით, ორ თვეში დატოვებენ. როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარე, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, 2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დამნაშავედ სცნო და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათვე 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას და ნუგზარ კაიშაურს ბრალად ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა. საქმეზე პირველ ინსტანციაში გაიმართა 50 სასამართლო პროცესი. დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე, ასევე, თავად ბრალდებულები. აღნიშნული განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)