|
2015-03-30 11:25:02, 499 ნახვა
პოლიტიკა
კერესელიძე: გერმანიის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, ჩვენი ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა
"ბუნდესტაგის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია ადასტურებს, რომ გერმანია ევროატლანტიკური მიმართულებით, საქართველოს არჩევანს მხარს უჭერს",-ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯამში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია 16-მა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა მოახდინა. "ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს არჩევანს ევროატლანტიკური მიმართულებით და მადლიერები ვართ, რომ ეს რატიფიკაცია მოხდა. ბუნდესტაგის სხდომას ესწრებოდნენ კანცლერი მერკელი და საკითხი გამოიტანა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა და ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის გუნდმა. გამოდის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს 16 ქვეყანა და ევროპარლამენტი, რომელმაც მოახდინა რატიფიკაცია",-განაცხადა დავით კერესელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)