|
2014-12-31 01:22:56, 5437 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: კრიზისი შესაძლოა უფრო გამწვავდეს და რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს
„კრიზისი შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ ხელისუფლების მხრიდანაც დადგეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. გამორიცხული არაფერი არ არის,“ - ეს ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა. ალასანიას თქმით, ის და მისი გუნდი ხელისუფლებას მოსთხოვენ არსებული სისტემის შეცვლას და ამის მიღწევას საკანონმდებლო ორგანოში და სამოქალაქო აქტივობებით შეეცდებიან. „თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ერთადერთი გზა რჩება არჩევნები,“ - განაცხადა ალასანიამ და განმარტა, რომ ის მხარს უჭერს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებას. თუმცა, მისი თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ ვადამდელი არჩევნების საჭიროებაც დადგეს და ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. ალასანია, ფიქრობს, რომ საქართველოში რუსულმა იდეოლოგიამ იმძლავრა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა სუსტია და კონტრდაზვერვითი სამუშაოები არ ხორციელდება. „მაინტერესებს, რატომ მოხდა ისე, რომ ქვეყანაში არ მუშაობს კონტრდაზვერვა, დასუსტდა უსაფრთხოების სამსახური. მედიაში არსებული ძვრებიც მიუთითებს იმას, რომ რუსული იდეოლოგია მომძლავრდა საქართველოში. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცუდ მდგომარეობაშია და მისი ეკონომიკა სუსტდება,“- აცხადებს ალასანია. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ქართულ ჯარზეა დამოკიდებული. „ჯარი, რომელიც საქართველოს დასაცავად მუდმივად მზად არის, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია საქართველოს ევროპული მომავლის. მე ვაკვირდები და მომავალშიც დავაკვირდები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს,“- აცხადებს ირაკლი ალასანია.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)