07:12 - 05 Nov, 2026
|
2015-03-29 15:37:59, 605 ნახვა
პოლიტიკა
,,თავისუფალი ზონის“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმასი გამართეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის“ წევრებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, რეზიდენციასთან აქცია-პერფორმასი გამართეს. ნიღბებში გამოწყობილმა აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ლარი დაიტირეს. ამ ფორმით მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გააპროტესტეს. ,,22 წლიანი სიცოცხლის შემდეგ, ორ წლიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ლარი გარდაიცვალა და ჩვენ გვინდა, რომ ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუთხათ- ჩვენ ეროვნულ ვალუტას დავტირით. “,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. რეზიდენციასთან შეკრებილებმა დღევანდელი მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)