|
2015-03-29 15:12:58, 487 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას კანონების შეცვლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას კანონების შეცვლისკენ მოუწოდებს. როგორც სააკაშვილმა „ინტერის“ ეთერში განაცხადა, უკრაინას ოლიგარქები მართავდნენ, თუმცა სიტუაცია ნელ–ნელა შეიცვლება. „უკრაინაში ახლა ნამდვილად დაიწყო პროცესი, მართალია ჯერ მყიფე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ფიქრობდა, რომ ქვეყნის მართვას კვლავ ოლიგარქები გააგრძელებდნენ და ყველაფერი კორუფციასთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ დაიწყო სრულიად მოულოდნელი პროცესი, ეს კი მსოფლიოსთვის სასიამოვნო სიუპრიზი აღმოჩნდა. პირველი რეაქცია შესაძლოა, საშიშიც ყოფილიყო, ხომ არ გამოიწვევდა ეს ქვეყანში სამოქალქო ომს და შეიარაღებულ დაპირისპირებას, მაგრამ როგორც დავინახეთ ყველა ცუდი სცენარიც კი, როგორც წარმოეგინათ, არ მომხდარა. ყველაფერი იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)