|
2017-01-18 14:17:53, 2463 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ვინც ამბობს, რომ რუსეთს დონალდ ტრამპზე კომპრომატი გააჩნია, „მეძავებზე უარესები არიან“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის სპეცსამსახურებს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატები აქვთ და ისინი ყველა ამერიკელ მილიარდერს უთვალთვალებენ. როგორც პუტინმა აღნიშნა, მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, დეზინფორმაციას ავრცელებს. ამასთან, პუტინმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის თანახმადაც სავარაუდოდ, მოსკოვში ვიზიტისას ტრამპს კონტაქტი რუს მეძავეებთან ჰქონდა. „პროსტიტუცია სერიოზული, საზიზღარი სოციალური მოვლენაა, ახალგაზრდა ქალებს უწევთ ამით დაკავება მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და ეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბრალიცაა. მაგრამ ის ხალხი, ვინც უკვეთავს ასეთ სიცრუეს, ვინც ახლა ამას აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდხენტზე ავრცელებს და ამას პოლიტიკური ბრძოლის მიზნებისათვის იყენებს, უარესია, ვიდრე მეძავეები. როდესაც ტრაპი მოსკოვს სტუმრობდა, არცკი მახსოვს ეს როდის იყო, წლების წინ, მაშინ ის პოლიტიკური მოღვაწე არ იყო. ჩვენ მისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ არცკი ვიცოდით. ის უბრალოდ ბიზნესმენი იყო. შეერთებული შტატებიდან ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ყველა ამერიკელ მილიარდერს უთვალთვალებენ, ეს რა თქმა უნდა სრული სისულელეა. რა გამოდის, ტრამპი მოსკოვში ჩამოვიდა და უცებ გაიქცა მოსკოველ მეძავებთან შესახვედრად? ჯერ ერთი, ეს ზრდასრული მამაკაცია და მეორეც, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სილამაზის კონკურსების ორგანიზებით იყო დაკავებული და ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებთან, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სასტუმროში გაიქცა, რათა შეხვედროდა მსუბუქი ყოფაქცევის ჩვენს გოგოებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკეთესოები არიან მსოფლიოში“, - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს ფლობს. მომხდარ ფაქტს ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა და "სიყალბე" და "ალქაჯებზე ნადირობა" უწოდა. ტელეარხის ინფორმაციით, ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებზე დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც ობამასა და ტრამპის გარდა, სენატორებსაც გააცნეს. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია არ აქვს და მას მაკულატურად მოიხსენიებს.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)