02:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 14:19:26, 2048 ნახვა

ეკონომიკა
ირმა ქავთარაძემ მწვანე კლიმატის ფონდისთვის ,,მზაობის მხარდამჭერი პროგრამის“ პრეზენტაცია გამართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით სასტუმროში ,,თბილისი მარიოტი“ მწვანე კლიმატის ფონდისთვის “მზაობის მხარდამჭერი პროგრამის” (Readiness support programme) პრეზენტაცია გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების ექსპერტებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა ეკონომიკის, გარემოს დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპმა მიმართეს.

შეხვედრაზე განხილული იყო ფონდის რესურსებზე საჯარო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობის საკითხები.

მწვანე კლიმატის ფონდი 2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 (COP16) კონფერენციაზე შეიქმნა, როგორც კონვენციის და უშუალოდ პარიზის შეთანხმების მთავარი ფინანსური ორგანიზაცია.

ფონდი  განვითარებული ქვეყნებიდან ფინანსების მობილიზებას  ახდენს, რათა  განვითარებად ქვეყნებში დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი პროექტები და პროგრამები დააფინანსოს.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics