|
2017-01-17 13:35:56, 2101 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მოისმინა საუბარი, რომ რაღაც ყავდათ „ტრუპი“, შემდეგ რა ჩაიდინეს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა
თბილისი საქალაქო სასამართლოში რიტუალური მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესები იმართება. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე ორი არასრულწლოვანის სხდომა დახურულია. ჟურნალისტებან კომენტარი დაკავებულის ადვოკატმა გააკეთა. ქართლოს ვაშაკიძის თქმით, მისმა დაცვის ქევშ მყოფმა არ აღიქვა სერიოზულად, როცა ბექა შენგელიამ მას უთხრა, რომ არსებობდა მკვდარი. ადვოკატის მტკიცებით, სწორედ ამიტომ მან გამოძიებას ინფორმაცია არ მიაწოდა. „არიან თანაკლასელები, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, გვიან, შესთავაზა ერთ-ერთმა მეორეს, რომ მიეპატიჟებინა სახლში, სადაც მოხდა მესამე მანდილოსათან შეხვედრა და გაცნობა, რა დროსაც მოისმინა საუბარი, რომ რაღაცა ყავდათ ტრუპი, ვისი ტრუპი იყო და იყო ერთ-ერთი დედის ტრუპი. შემდეგ რა მოხდა და რა ჩაიდინეს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, მაგრამ ეს გამონათქვამი მტკიცებულებითაა გამყარებული, სადგან ის ოთახი ისმინებოდა კანონის ფარგლებში და ასევე ჩვენება მისცა ორივე ბრალდებულმა ჩემი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენი საუბარი მოისმინა მესამე პირმა“,-აღნიშნა ქართლოს ვაშაკიძემ. შეგახსენებთ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში მოხუცი ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიება ამბობს, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)