|
2015-03-28 11:39:07, 631 ნახვა
პოლიტიკა
ავთანდილ ბერიძე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. როგორც ბერიძემ პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ საკითხს კომისიის სხდომაზე დააყენებს. "საქმე საქართველოს კონსტიტუციასთან აჭარის კონსტიტუციის მიმართებას ეხება. არის პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია, რადგან გარკვეულ პუნქტებში აჭარის კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს მოსაგვარებელია და საკონსტიტუციო კომისია სწორედ ამისთვის არის შექმნილი“, - განაცხადა ბერიძე. მისივე განმარტებით, წინააღმდეგობები პრეზიდენტსა და მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. "საქართველოს კონსტიტუცვიაში შევიდა ცვლილებები და ქვეყანაში აღნიშნულ ინსტიტუტებთან მიმართებაში ერთი წლის წინ მიდგომები შეიცვალა, აჭარის კონსტიტუციაში კი შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა და დღესაც დარჩენილია ძველი მიდგომები, ურთიერთობები და დათქმები. ეს სასწრაფოდ, უახლოეს მომავალშია შესაცვლელი“, - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)