|
2017-01-15 16:35:08, 1238 ნახვა
საზოგადოება
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” თანამშრომელ პაატა ხაჩიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიმდინარე წლის 14 იანვარს, თავისი თანამშრომლის, პაატა ხაჩიძის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით და თანაგრძნობასა და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს. „ პაატა ხაჩიძე 2013 წლიდან მუშაობდა შპს ..ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალში” ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტზე. იგი იყო კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული თანამშრომელი, რისთვისაც კომპანია მისი მადლიერია და კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო. შპს ..ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” მზადყოფნას გამოთქვამს გვერდში დაუდგეს გარდაცვლილის ოჯახს და აუნაზღაუროს მის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და გაუწიოს ფინანსური დახმარება. ასევე, კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც საჭირო იქნება გამოძიების სრულყოფილად და ობიექტურად წარმართვის მიზნით“,-ნათქვამია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)