|
2015-03-28 10:03:19, 589 ნახვა
საზოგადოება
დღეს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს
28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ "დედამიწის საათს" აღნიშნავს. “გამოიყენე შენი ძალა” - „დედამიწის საათის“ მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხორკიშვილმა და გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა 25 მარტს, ბრიფინგი გამართეს. მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა შემოუერთდნენ გარემოსდაცვით აქციას - ერთი საათით უარი გამოაცხადონ ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ყველამ ერთად ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შეჩერებისთვის. “დედამიწის საათმა“ სტარტი 2007 წელს სიდნეიში აიღო. სინათლეების ჩაქრობის სიმბოლური, ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა კამპანიამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები 700 -ზე მეტ ქალაქსა და 162 ქვეყანაში და ათასობით რეგიონში. "დედამიწის საათის" ორგანიზატორია გაერო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. „ღონისძიების მთავარი მიზანია, კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს. კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). "დედამიწის საათის" მხარდამჭერები, პარტნიორები - თბილისის მერია, გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)