22:13 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 17:44:47, 2983 ნახვა

მსოფლიო
CNN: რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერებს ფლობს

რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერებს ფლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, კომპრომატები მოსკოვმა ჰაკერული თავდასხმების შედეგად მოიძია და სწორედ ამაზეა საუბარი დაზვერვის ანგარიშის გასაიდუმლოებულ ნაწილში, რომელიც მხოლოდ მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს და 8 სენატორს გააცნეს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთს კომპრომატები პრეზიდენტობის ორივე კანდიდატზე ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ჰილარი კლინტონის გაასაჯაროვა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსები გაეზარდა.

CNN ასევე წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დონალდ ტრამპზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.

არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გავრცელებულ ინფორმაციას "ტყუილი" და "ალქაჯებზე ნადირობა" უწოდა.

საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საქმეზე სენატის დაზვერვის კომიტეტში 4 მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელმაც ილაპარაკა. მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ რუსი ჰაკერები პუტინის დავალებით მოქმედებდნენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევით რუსეთმა საზოგადოებრივი პოლიტიკური ხედვის შეცვლა სავარაუდოდ 20-მდე ქვეყანაში სცადა.

ამავე თემას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი MSNBC-ის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ფული და ძალიან ბევრი პირადი ინტერესი ამერიკაში. შეერთებულ შტატებს კი ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინს მისწვდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics