|
2017-01-11 16:31:10, 2075 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შედგა
2017 წლის 9-11 იანვარს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების” ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ქართულ მხარეს ინდოეთის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ, ისეთ ქალაქებში როგორიცაა - დელი, მუმბაი, გოა, ჩენაი, ჰაიდერაბადი, ბენგალურუ. აღნიშნულ მომენტამდე კი რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ დელის მიმართულებით იყო შესაძლებელი. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე თითოეული მხრიდან კვირაში 21 სიხშირით ფრენაზე, აქამდე მოქმედი მემორანდუმის შესაბამისად ქვეყნებს შორის ფრენების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 4 სიხშირით. აღნიშნულ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 2016 წლის 10 ნოემბერს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის გაჯაპათ რაჯუს სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა. მემორანდუმში ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა. მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლის მიზნით ინდოეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ტურისტულ კომპანიებთან.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)