|
2017-01-07 14:13:26, 1195 ნახვა
საზოგადოება
საშობაო ალილო დაიწყო
ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო მსვლელობა დაიწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებიან. მსვლელობა თეატრალიზებულია, ისმის მრავალჟამიერი და საგალობლები. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ და სარკმეველს აკმევენ. საშობაო ალილოში სასულიერო პირების გარდა, მრევლი და სტიქაროსნები, ასევე მწყემსები და მოგვები მონაწილეობენ. ურმები საშობაო ნობათით არის დატვირთული. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას. მსვლელობაში მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ნობათს გადასცემს. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. ალილოში მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამჯერად პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს. მათ ქვყნის პირველი პირი ტკბილეულს გადასცემს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან. ცნობისთვის, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)