08:17 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 17:01:59, 2471 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.76 ღირს

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.7650 არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებ გვერდზეა ასახული. 

გამოცემის ინფორმაციით დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება : 2.6875 - 2.7650 

ცნობისთვის, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.6950 კურსით დაიწყო და  2.60%-იანი გაუფასურება ფიქსირდება.

ამასთან,  თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.7338 ლარად იყო შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ 1 აშშ დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.6950 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. 

Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, 3 იანვრიდან ლარი დოლარის მიმართ 2.6550-დან 2.7650-მდე მერყეობდა. 

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7303 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8649 ლარი ეღირება. ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics