|
2017-01-05 13:08:34, 1547 ნახვა
კომენტარი
ქეთევან მსხილაძე მაღლაფერიძეს: შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობას თქვენმა პოლიტიკურმა წარსულმა დაარტყას
სამეურვეო საბჭოს წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატ ვასილ მაღლაფერიძეს უკვე მოუსმინეს. მან ტელევიზიასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები წარმოადგინა. მაღლაფერიძე არჩევის შემთხვევაში, დაახლოებით 2 წელიწდაში ვარაუდობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ისეთ განვითარებას, რომ არხმა მედია ბაზარზე ლიდერი პოზიცია დაიკავოს. „დღეს ჩემი ხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ განიცდის არანაირ პოლიტიკურ ზეგავლენას, მაგრამ სრულად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც საზოგადოების მოთხოვნილებაა. ვერ ვხედავ, მაგრამ ხელისუფლება თუ მოინდომებდა, რომ საზოგადოებრივი ი მაუწყებელი, ან სხვა ტელევიზია მოექცია საკუთარი გავლენის ქვეშ, იქნებოდა ფუჭი მცდელობა, რადგან ზუსტად სამ თვეში აქედან დარჩებოდა არაფერი. ამიტომ საუბარი იმის შესახებ, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელია ტელევიზია, მაგრამ მას რეიტინგი არ აქვს და ეს კარგია, ეს ერთი და იგივე ფაქტორია, ვერ ასრულებს ესეიგი თავის ფუნქციას“,-აღნიშნა მაღლაფერიძემ. სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთევან მსხილაძის შეფასებით, გენდირექტორად მაღლაფერიძის არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობას შესაძლოა, მისმა პოლიტიკურმა წარსულმა დარტყმა მიაყენოს. ამიტომ, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პოლიტიკური წარსულის მქონე პირის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობა: „ჯერ იყავით მოქალაქეთა კავშირის წევრი, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შემდეგ გუბერნატორი და შემდეგ უკვე მე-9 არხის ასევე პოლიტიკური მიზნებით შექმნილი ტელევიზიის დირექტორის მოადგილე და შემდეგ GDS-ის გადაცემა 20-30 -ის გენერალური პროდუსერი. შეგიძლიათ ნებისმიერი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი იყოთ და ამაში მე მხარს დაგიჭერდით, მაგრამ როდესაც ასეთი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი და მკვეთრად გამოხატული სიმპატიების მქონე ადამიანი მოდის საზოგადოებრივ მაუწყებელში და საზოგადოებრივი მაუწყებლში გენერალური დირექტორობა უნდა, აქ მე ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მიჩნდება და თქვენ რომ ნდობაზე ისაუბრეთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნდობა უნდა მოიპოვოს, შესაძლო ამ ნდობას დაარტყას თქვენმა პოლიტიკურმა წარსულმა“,-მიმართა ქეთევან მსხილაძემ ვასილ მაღლაფერიძეს. ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრს უპასუხა, რომ მისი პოლიტიკური და ადამიანური წარსული დანაშაულებრივი არ არის: „არაფრის დაძლევას არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური წარსული და ადამიანური წარსული არ არის დანაშაული. რასაკვირველია, მე-9 არხი პოლიტიკურ აზრით იყო შექმნილი, მგონია, რომ დღესაც ეს იყო აუცილებელი, არავითარი პოლიტიკური პარტიიის მიმართ სიმპატია არ მქონდა. მე მქონდა იმ წყვდიადის მიმართ და ის, რომ დღეს ჩვენ ვზივართ აქ და თავისუფლად ვსაუბრობთ ამის შესახებ, იმის დამსახურება იყო. მშვენივრად ვიცი ჩემი ტვირთი და ნუ ეცდებით, ჩემს მაგივრად შემიმსუბუქოთ“,-აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ. ამწუთებში სამეურვეო საბჭო აზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატ ნინო ზაუტაშვილს უსმენს. გასაუბრების პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა. საკუთარი გეგმები ბორდს თინათინ ბეერძენიშვილმა, ნათია კუპრაშვილმა და ზაალ ანჯაფარიძემ გააცნეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5, თინათინ ბერძენიშვილი - 8, ნათია კუპრაშვილი - 8. საბოლოო კენჭისყრა 6 იანვარს გაიმართება. რვაკაციანი ბორდი, ფარული კენჭისყრით, ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს. ასარჩევად საბჭოს მინიმუმ ხუთი ხმაა საჭირო.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)