|
2017-01-04 20:31:36, 2612 ნახვა
ეკონომიკა
მცხეთის მუნიციპალიტეტში ეკოტურიზმის ცენტრი აშენდება
შპს „სევსამორა ვილა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში 5 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2018-2019 წლებში დასრულდება. პროექტი მოიცავს 41 ნომრიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო კორპუსს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, სარესტორნო კომპლექსს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, ღვინის მუზეუმს და სპორტულ-საბავშვო მოედნებს. „ტურისტული კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება ეკოტურიზმის თემატიკასთან. აქ წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიოტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,სევსამორა ვილას“ საბაზრო ფასად, 104 261 ლარად საკუთრებაში გადასცა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში მდებარე 3 ერთეული მიწის ნაკვეთი“, - ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)