|
2017-01-04 19:17:56, 1064 ნახვა
საზოგადოება
„განათლების შესახებ კანონპროექტში არის დებულებები, რომლებიც დაკონკრეტების პროცესში შეიძლება, დისკრიმინაციული იყოს“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და მის მოადგილეებს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადმოცემული „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი. ამასთან, აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს დებულებები დაიხვეწოს ზოგადი განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე და მათი დანერგვა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციური ღირებულებების, მათ შორის განათლების საყოველთაოობის და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე. „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტში არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაკონკრეტების პროცესში, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. ეს შეხედულება, ეს წუხილი ჩვენ გავუზიარეთ განათლების მინისტრს და მისგან მივიღეთ თანხმობა, რომ დაკონკრეტების პროცესში, რეფორმის შემდეგ ეტაპებზე ამ დებულებების დაკონკრეტება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური ფასეულობების, განათლების საყოველთაოობის და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე", - განახცადა ანა დოლიძემ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების რეფორმის ხედვა, გაიზიარა პრეზიდენტის შეხედულებები და აღნიშნა, რომ რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ხელს აწერს ამ კანონპროექტს და ყურადღებით მიადევნებს თვალს რეფორმის განხორციელების შემდეგ ეტაპებს. „საქართველოს პარლამენტმა ეს კანოპროექტი მიიღო დაჩქარებული წესით სამი მოსმენით ოთხ დღეში. ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში კანონპროექტის მიღებამ არ მისცა საშუალება დაინტერესებულ საზოგადოებას სიღრმისეულად შეესწავლა და ემსჯელა ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)